ქართული ხალხური ქორეოგრაფია
ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილასამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის - მთვარის („შუშპა“) პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული. უძველესი ფერხულის რიტუალურ ხასიათს ატარებს თრიალეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება (ძვ. წ. II ათასწლეული) — ნიღბებიან მონადირეთა ფერხული, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების — დალისადმი უნდა იყოს მიძღვნილი. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: „სამონადირეო ფერხული“, „ლემჩილი“, „ბეთქილის ფერხული“ და სხვ. დროთა განმავლობაში პირველყო „ხორუმი“.
ბაგინეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ძვლის ფირფიტაზე გამოსახული მოცეკვავე ქალის ფიგურა (ძვ. წ. VI ს.) მიუთითებს, რომ ნაყოფიერების ღმერთის ტაძართან იმართებოდა ქალთა რიტუალური ცეკვებიც.
მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებას მოჰყვა ახალი ადათ-წესების ჩამოყალიბება, რომლებიც აისახა მაგიური ხასიათის რიტუალურ ცეკვებში ,,მელია-ტელეფია’’, ,,ფერხულ-ოსხეპუე’’, ,,ორსართულიანი ფერხული’’, (,,ზემყრელო’’, აბარბარე’’, მირმიქელა’’ და სხვ.). აგრარული შინაარსის მასკარადი ,,ბერიკაობა’’, ,,მფერხაობის დღე’’ და სხვ. ბუნების მწარმოებელი ძალებისა და მათთან დაკავშირებული შრომით პროცესებს ეძღვნება.
მასობრივ (მამაკაცთა და ქალთა) ცეკვებთან ერთად ძველთაგანვე არსებობდა ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული წყვილთა ცეკვები. წყვილთა ცეკვის ფორმის განვითარებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა სინთეზური თეატრალური სანახაობა ,,სახიობა’’, რომელიც წარმართობის დროის დიდი დღესასწაულების თანმხლები ელემენტი იყო. სახიობის მხატვრული განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა რომანტიკული შინაარსის განსაკუთრებული დიალოგური ფორმა, რომელიც სრულდებოდა სალექსო იმპროვიზაციით, ე. წ. ქალ-ვაჟიანით.
წმინდა საცეკვაო ელემენტების შერწყმამ ადათ-წესებისა და თამაშობების რიტუალებთან განაპირობა ისეთი ცეკვების შექმნა, როგორიცაა: „ქართული“, ”განდაგანა”, „ხორუმი“, „ფერხულ-ორსართულა“, „სამაია“, „ხანჯლური“, „მთიულური“, „მთიულური დავლური“, „ბაღდადური“ და სხვა. ეს ცეკვები თავისებური ,,აღმოჩენა’’ იყო ქართულ ქორეოგრაფიაში. დროთა განმავლობაში, შეიქმნა მრავალი საცეკვაო დასი, რომლებიც პოპულარიზაციას უწევდნენ ქართულ ქორეოგრაფიას არა მარტო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. დიდად გაითქვეს სახელი საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლმა (მხატვრული ხელძღვანელები ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი), სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (ხელმძღვანელი გ. ბაქრაძე, ქორეოგრაფი ბ. დარახველიძე), ს
იმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ,,რუსთავმა’’ (მხატვრული ხელმძღვანელი რ. ჭოხონელიძე), სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ,,ერისიონმა’’

ქართული ცეკვის ფენომენი - როგორ შეიქმნა ცეკვა
''ტაში ბოშო გიორგუნა''
ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, ფერხული, რომელიც ნაყოფიერების ღმერთის პატივსაცემად შესრულებულ რიტუალს ჰგავს. დროთა განმავლობაში მას მოჰყვა მნიშვნელოვანი ცეკვები: “ქართული,” “ფერხული”, “ხორუმი”, “სვანური”, “ხევსურული,” “აჭარული” და სხვა.
ცნობილია ასამდე ქართული ცეკვა, ცეცხლოვანი ტემპით შერულებული, სააზროვნო ელემენტებით დატვირთული, განსაცვიფრებელი და განუმეორებელი, როგორიც ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი, თვითმყოფადი და მდიდარი კულტურაა.

ქართველებს მთებში მოფარიკავე ვაჟკაცური ცეკვების გარდა, რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიც მრავლად გვაქვს. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად მიიჩნევა ცეკვა “ქართული” – სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური ცეკვა. ეს თეატრალიზებული სინთეზური სანახაობა ქართული კულტურის წიაღში XI-XII სს-ებში ჩაისახა. ამ ცეკვაში ქალების ცეკვა გედის სინარნარეს ჰგავს, ვაჟები კი მრავალნაირ გასმებს ისე აკეთებენ, რომ ტანს არც კი არხევენ.
ქართული ცეკვა ხასიათდება სისწრაფით, მიმიკით, თავდაჭერილობით, ჰარმონიული მოძრაობებით, რომლებსაც ხშირად თან ახლავს შეძახილები, სიმღერა, ან ტაში. ქართულ ცეკვას, მსოფლიოს ყველა ცეკვას შორის, უძლიერესი ემოციები ახლავს, რითაც უცხოელებს აჯადოებს და ხიბლავს. დროთა განმავლობაში ქართული ცეკვები თეატრალიზებული გახდა და ის კლასიკური ბალეტის სიმაღლემდე აიყვანეს. ქართული ცეკვა თანამედროვეობას ფეხდაფეხ მიჰყვება და ახალ ილეთებს იძენს, რომლებიც ორგანულად ერწყმიან ტრაციდიულ ფესვებს.
ქართული ცეკვის ქორეოგრაფები ყოველი ახალი ცეკვის შექმნისას ფიქრობენ იმაზე, რომ ცეკვაში ქართული ხასიათი და ადათ-წესები ჩადონ, მაგრამ ამავდროულად გასაგები იყოს უცხო ქვეყნის მაყურებლისთვისაც.

ქალთა ცეკვებში გვხიბლავს უმანკოება, მოკრძალებულობა და კეთილშობილური გრაცია. ვაჟთა ცეკვები კი შესანიშნავად გახსნილი, ემოციური და მთიელი კაცის ტემპერამენტითაა დატვირთული.
ქართული ცეკვების კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ თითქმის ყველა კუთხის ცხოვრებას და ადათებს გადმოგვცემს. ცეკვა თითქმის ყველა კუთხეს აქვს და მათი ხალხური ელემენტები სიცოცხლეს ახლად დაბადებულ ცეკვებში განაგრძობენ.
მართალია შესავალი ერთობ ვრცელი გამოგვივიდა, მაგრამ არც უამისობა ივარგებდა. ამჯერად Dalma News-ის მკითხველს ერთ-ერთი რაჭული ცეკვის “ტაში ბოშო გიორგუნას” შესახებ ვუამბობთ. ამ სიმღერის მოსმენისთანავე ყველას რაჭა გვახსენდება.


“ჩვენი ოჯახი რაჭაში სპეციფიკურად ცოტა გამორჩეულია, იმიტომ, რომ აქ დაიბადა რაჭული ცეკვის ის ვარიანტი, რომელიც ცნობილია საქართველოში და ამ ცეკვის მეორე ინტერპრეტაცია არის “ტაში ბოშო გიორგუნა”. როცა ამ ცეკვაზე ვფიქრობდი, მინდოდა ისეთი ილეთები შემერჩია, რომლებიც უფრო სპეციფიკური და დამახასიათებელი იქნებოდა ჩვენი კუთხისთვის. ასეთი ილეთების მცოდნე იყვნენ ასაკოვანი ადამიანები. როდესაც ასაკშია ადამიანი, უფრო მეტი რამ იცის წარსულის შესახებ, როგორი იყო ცეკვის დასაწყისი, მისი დასასრული. ეს ყოველივე ცეკვის დადგმისთვის მჭირდებოდა,” – გვიამბობს ქორეოგრაფი დავით სხირტლაძე.
ერთ დღეს, როდესაც ის ცეკვის ვარიანტებზე ფიქრობდა და ინფორმაციებს ეძებდა, მამის კრებული გადაშალა და წააწყდა ლექსს:
ტაში ბოშო გიორგუნა, არ გოუშვა ეგ გოგუნა, თორემ გავა საჯვარესა, სხვა ბიჭს გამოაჯავრებსა…
დავით სხირტლაძე ქართული ცეკვების ცნობილი ანსამბლის “სუხიშვილების” ყოფილი წევრია. სურდა თავისი წვლილი შეეტანა მშობლიური რაჭის ისტორიაში, მის ყოფაში და წლების განმავლობაში მიღებული ცოდნა მისი კუთხის პოპულარიზაციისთვის გამოეყენებინა.
“არ მასვენებდა ამ ცეკვის შექმნის სურვილი. “ტაში ბოშო გიორგუნას” ვარიანტმა კარგად იმოქმედა ხალხზე და 15-ე წელია ეს ცეკვა არსებობს. ვფიქრობ, ამ ცეკვას იუბილეც კი გადავუხადოთ. ჩვენს ოჯახში ყველა ხელოვნებასთან ვართ დაკავშირებულნი. ბედნიერი კაცი ვარ, როცა ქუჩაში მივდივარ, ახალგაზრდები მაჩერებენ და ჩემთან სურათის გადაღებას მთხოვენ,” – ამბობს ქართველი ხელოვანი.http://dlmn.info
მისი აზრით, რაჭული და საერთოდ ქართული ფოლკორი ძალიან ახლოს არის სტუმართმოყვარეობასთან, მარანთან, რთველთან, ლხინთან. უამრავი სიმღერაა შექმნილი ამ თემებზე. ნათქვამია:
მარნის კარი გიმღეროდეთ, თვითონ იყოთ ხვავიანი, თქვენი მოშენება იყოს, თქვენი მრავალჟამიერიო!
დავით სხირტლაძე ამბობს, რომ რაჭაში კარგ ოჯახში მარნის კარმა არ უნდა დაისვენოს.
რაჭული ქორეოგრაფიული ხელოვნების ჩამოყალიბებაში საერთო ქართული ტრადიციების გვერდით ძალიან დიდი როლი ითამაშა ისტორიულ-გეოგრაფიულმა გარემომ, ცხოვრების წესმა. რაჭული ცეკვები უმეტესად სიმღერის თანხლებით სრულდება, ის ცეკვის ერთგვარი აკომპანიმენტია.
ანსამბლი (სეუ)
გალერია (სურათები)




ანსამბლ სუხიშვილები: გუშინ, დღეს, ხვალ...
ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", გიორგი მანჯგალაძე, თამარ ხურცილავა, ლადო მაჭავარიანი - ცეკვა "ყარაჩოხელი"
ამ ქართულ ფენომენზე უამრავი უამრავჯერ დაწერილა, გაგვიგია და გვინახავს. ძნელია რაღაც ახალი მოვუთხროთ ჩვენს მკითხველს... და მაინც... Sputnik-ის ჟურნალისტი რუსუდან შაიშმელაშვილი "სუხიშვილების" ისტორიაზე, აწმყოსა და მომავალზე ...
1869 წლამდე "ლასკალაში" არცერთ ფოლკლორულ დასს ფეხი არ დაუდგამს. პირველი ხალხური ცეკვა, რომელიც მილანის სახელგანთქმული საოპერო თეატრის სცენაზე შესრულდა, „ფარცა“ იყო. ქართველმა მოცეკვავეებმა "ლასკალას" თითქმის საუკუნოვანი ტრადიცია დაარღვიეს და ორსაათიანი პროგრამის დასრულების შემდეგ, დარბაზი ფეხზე დააყენეს. ოვაციების თანხლებით ფარდა 14-ჯერ აიწია. ქართული ხალხური ცეკვის აკადემიურმა ანსამბლმა ენრიკო კარუზოს რეკორდი მოხსნა ამით.

ქართული ეროვნული ბალეტის, ანსამბლ "სუხიშვილების" ისტორიიდან გ.ყ.
ანსამბლი მთელს მსოფლიოში მოგზაურობდა. ნიუ-ორკში, ბროდვეიზე, დასის წარმოდგენები წლის საუკეთესო შოუდ ორჯერ აღიარეს. ქართველებმა ამის შემდეგ ინგლისი დაიპყრეს, მათ მიერ შესრულებულმა ცეცხლოვანმა ცეკვებმა კი პარიზი საერთოდ გააოგნა. ეს იყო დასი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ყველაზე გავლენიანმა გაზეთებმა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფოლკლორულ ანსამბლად აღიარა. ამ ყველაფრის უკან კი მხოლოდ ორი ადამიანი, ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი იდგა. „სუხიშვილები“ — ასე უწოდებენ მათ საქართველოში. წელს ანსამბლს 70 წელი შეუსრულდა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: 1929 წელია. თბილისის კინოთეატრში დარბაზი გადაჭედილია. ყველა სულმოუთქმელად ელოდება, ვინ გახსნის სეანსს. დარბაზში დოლის ხმა გაისმა… მოულოდნელად სცენაზე ორი ჩოხიანი მოცეკვავე გამოჩნდა. ერთს შავი ჩოხა აცვია, მეორეს — თეთრი. ისე ცეკვავენ, რომ მაყურებელი ნელ-ნელა ფეხზე დგება. ორივე გატაცებით, თავდავიწყებით ცეკვავს. შავჩოხიანს ტოლს არ უდებს თეთრჩოხიანი… ცეკვის ბოლოს თეთრჩოხიანმა ბოხოხი მოიძრო და თმა ტალღებად გადმოეშალა. დარბაზი კინაღამ დაინგრა, როცა დაინახეს, რომ ის ქალი იყო. ეს ქალბატონი ნინო რამიშვილი გახლდათ. შავჩოხიანი კი ლეგენდარული მოცეკვავე ილიკო სუხიშვილი, რომლის სახელთან არაერთი ქართული ცეკვაა დაკავშირებული. მრავალი წლის მანძილზე ემსახურებოდა ქალბატონი ნინო ამ ანსამბლს. მოცეკვავეებთან ერთად დღესა და ღამეს ასწორებდა. ამ მინიატურულ ქალს ულევი ენერგია ჰქონდა. მისი ეშინოდათ, მაგრამ უყვარდათ კიდეც. სანამ რეპეტიცია დაიწყებოდა, გოგო-ბიჭები ერთობოდნენ, ერთმანეთში ლაზღანდარობდნენ ხოლმე, მაგრამ საკმარისი იყო დარბაზში მას ფეხი შეედგა, რომ უმალ ყველა გაისუსებოდა. ტანად პატარას ყველა „დიდ ნინოს“ ეძახდა, რომელიც მართლა ცეკვის დედოფალი გახლდათ.

გიორგი ყაველაშვილი
ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", გიორგი მანჯგალაძე - ცეკვა "ხევსურული"
ანსამბლის პირველი მოცეკვავე ილიკო თაყაიშვილი დიდი სიყვარულით იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც ანსამბლში ცეკვავდა:
„ქალბატონ ნინოს ვერ უხსენებდი ანსამბლის წევრზე აუგს. თუ რამეს დააშავებდი და ამ დროს ილიკო საყვედურით მოგმართავდა, მაშინვე ილია ილიჩს ჩხუბს უწყებდა. მაგრამ მერე შეგიყვანდა ოთახში და იქ შეიძლება სილა გაეწნა კიდევაც შენთვის. (იცინის)…
რიგაში ვართ, ბორანით გადავდივართ მდინარე ელ კავოზე. ბორანზე დგას მანქანა, ზედ აწყვია ჩვენი კოსტუმების ყუთი. ავხტი იმაზე, რადგან ზევიდან კარგად ჩანდა ყველაფერი. უცებ ნინა მეძახის:
— ჩამოდი, ილიკო, მაქედან!
— არა რა, ვიქნები რა, ნინო შავლოვნა, რა.
— ჩამოდი, ილიკო, რომ გეუბნები!
— არა, რა, ნინა შავლოვნა, გთხოვ რაა…
ამ ლაპარაკში ვართ და მანქანაც დაიძრა და ფეხი მომყვა ყუთსა და ბორტს შორის.
— ჩამოდი! — უკვე მიყვირის ნინა შავლოვნა.
რა ჩამოვიდე?! ესე იგი, თმებიც კი მტკივა ფეხისაგან…
როგორც იქნა, ჩამოვედი.
— ფეხი ხომ არ იტკინე?
— არა, ნინა შავლოვნა…
ძლივს წამოვედი. იმ საღამოს კონცერტი გვქონდა. სცენაზე კიდევ დამიძახა:
— ფეხი ხომ არ გტკივა?
— არა, ნინა შავლოვნა.
არადა, სიცოცხლე გავათავე. მოვედი ვაგონში და ვწევარ. და რას ვხედავ?! ნინა მოდის ვედროთი ხელში და ცივი წყალითა და ყინულებით: „ტი დურაკ“, — მითხრა, შენ არ გაიკეთებ ამასო და აი, დედა რომ შვილს გაუკეთებდა, აი ისე, ფეხი ამ ცივ წყალში ჩამაყოფინა და მთელი ღამე მიზელდა, რომ მომრჩენოდა.
ნინო და ილიკო მეგობრები ხომ იყვნენ და ამავე დროს მშობლებიც იყვნენ ჩვენი, გეფიცებით ყველაფერს! გეუბნებით, რა! ძმა ძმას არ გაუკეთებდა, მამა არ გაუკეთებდა შვილს და დედა არ გაუკეთებდა შვილს იმას, ნინო და ილიკო რომ იყვნენ ამ ანსამბლისთვის.

იმდენი რამე მაქვს მოსაგონარი, იმდენი სითბო მაქვს მოსაგონარი მაგ ხალხზე, რომ ვილაპარაკო მთელ ამ ჩემს განვლილ ცხოვრებაზე, ვერ მოვრჩები. დროც არ ეყოფა, რომ მოვყვე ის ამბები, რამდენი სიკეთე, რამდენი სითბო და რამდენი გაჭირვება გვაქვს გადატანილი ამ ანსამბლში. დღეს კიდევ, ჩემზე ბედნიერი კაცი არ არის, რომ ერთი პატარა აგური მეც მაქვს დადებული ამ ანსამბლის წარმატებაში!“
მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე ქართული ცეკვა ძირითადად დღესასწაულებზე სრულდებოდა. სუხიშვილი და რამიშვილი იყვნენ პირველები, ვინც ამ ცეკვებს სასცენო სახე მისცეს. სუხიშვილმა და რამიშვილმა შემსრულებელთა რაოდენობაც გაზარდეს და ამით სოლისტებს შთამბეჭდავი ფონი შეუქმნეს. მათი ცეკვები მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ისინი ერთი სიახლით არასდროს კმაყოფილდებდნენ. ხშირად მთელ საქართველოშიც მოგზაურობდნენ და ასე ნელ-ნელა შეკრიბეს ის ქართული მარგალიტები, რომლებიც მთელ ქვეყანაში იყო გაბნეული.
იმდენი რამე მაქვს მოსაგონარი, იმდენი სითბო მაქვს მოსაგონარი მაგ ხალხზე, რომ ვილაპარაკო მთელ ამ ჩემს განვლილ ცხოვრებაზე, ვერ მოვრჩები. დროც არ ეყოფა, რომ მოვყვე ის ამბები, რამდენი სიკეთე, რამდენი სითბო და რამდენი გაჭირვება გვაქვს გადატანილი ამ ანსამბლში. დღეს კიდევ, ჩემზე ბედნიერი კაცი არ არის, რომ ერთი პატარა აგური მეც მაქვს დადებული ამ ანსამბლის წარმატებაში!“
მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე ქართული ცეკვა ძირითადად დღესასწაულებზე სრულდებოდა. სუხიშვილი და რამიშვილი იყვნენ პირველები, ვინც ამ ცეკვებს სასცენო სახე მისცეს. სუხიშვილმა და რამიშვილმა შემსრულებელთა რაოდენობაც გაზარდეს და ამით სოლისტებს შთამბეჭდავი ფონი შეუქმნეს. მათი ცეკვები მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ისინი ერთი სიახლით არასდროს კმაყოფილდებდნენ. ხშირად მთელ საქართველოშიც მოგზაურობდნენ და ასე ნელ-ნელა შეკრიბეს ის ქართული მარგალიტები, რომლებიც მთელ ქვეყანაში იყო გაბნეული.

"სუხიშვილები", ცეკვა "სამაია"
სუხიშვილების ანსამბლის წარმატებაში დიდი წვლილი შეჰქონდა სასცენო კოსტიუმებსაც, რომლებიც განსაკუთრებული ფერთაშეხამებით გამოირჩეოდა. კოსტიუმებს სოლიკო ვირსალაძე ქმნიდა, რომელიც პირველი დღიდან გვერდით ედგა მეგობრებს.
მასზე განსაკუთრებული სითბოთი გვესაუბრება ანსამბლის დირექტორი ქალბატონი ნინო სუხიშვილი:
"დიახ, სოლიკო ბებიას და ბუბუას 60 წელი გვერდით ედგა და ის მათთვის ოჯახის წევრივით იყო. მისნაირ მოკავშირეს, საკუთარი იდეების ასრულებაში, ნინო და ილიკო ვერ ინატრებდნენ. როდესაც ანსამბლის შექმნის საკითხი დადგა, რასაკვირველია, სოლიკო ამაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და პირველი კოსტუმებიც ანსამბლისათვის, ფაქტობრივად, საკუთარი ხელით გააკეთა. უბრალო ტილო მოხატული იყო ფუნჯითა და საღებავებით. იმ პერიოდში არ იყო საშუალება, ომის წლები იყო, მეორე მსოფლიო ომს ვგულისხმობ, და მიუხედავად ასეთი მძიმე სიტუაციისა, მაინც გააკეთეს პირველი კონცერტი და არავინ იჯერებდა, რომ ეს ყველაფერი უბრალო, სადა ნაჭრებისგან იყო შექმნილი, რადგანაც შორიდან აბრეშუმისა და უძვირფასესი ფარჩის იერსახე ჰქონდა ამ ყველაფერს".

ახალგაზრდა ნინო და ილიკო სუხიშვილები
ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ანსამბლმა 5 კონტინენტის 88 ქვეყანა მოიარა. კონცერტებს 50-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. დღეს მათ მიერ დაწყებულ საქმეს შვილიშვილები: ნინო სუხიშვილი და ილიკო სუხიშვილი-უმცროსი ღირსეულად განაგრძობენ. სწორი ხაზი, სინქრონული ცეკვა, ახალი ილეთები და მოძრაობები — სუხიშვილების მთავარი პრიორიტეტები დღემდე უცვლელია, თუმცა 70 წლის განმავლობაში ანსამბლში, თაობებთან ერთად, სხვა ბევრი დეტალიც შეიცვალა, რომლებსაც არაჩვეულებრივად აკეთებს ილიკო სუხიშვილი-უმცროსი. მის მიერ დადგმული ახალი ცეკვები თუ პროგრამები მაყურებლის ზუსტად ისეთივე აღფრთოვანებას იწვევს, როგორსაც თავის დროზე დიდი ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის დადგმულები იწვევდა.
ანსამბლის მენეჯერი და დირექტორის მოადგილე ხატია ეკიზაშვილი:
"არ მინდა ვიყო ბანალური, მაგრამ „სუხიშვილების" ანსამბლი, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე, ჩემი ოჯახია! ეს არ არის მხოლოდ სამსახური, სადაც დილით 9 საათზე მიდიხარ და 6 საათზე ბრუნდები. ჩვენ ერთად ბევრად მეტ დროს ვატარებთ, ვიდრე საკუთარ სახლებში. სხვა რომ არაფერი — თვეობით ერთად ვართ გასტროლებზე,ერთად გვცივა, ერთად ვიღლებით, ერთად გვიხარია, ერთმანეთს ვამხნევებთ… მართლა დაუსრულებლად შემიძლია ამაზე საუბარი. მე აქ გავიზარდე. 22 წლისა ვიყავი, როცა ამ ანსამბლში დავიწყე მუშაობა. ჩემს მშობლებს ნამდვილად არ ეწყინებათ და დამეთანხმებიან კიდეც, რომ ნინო სუხიშვილს არანაკლები წვლილი აქვს ჩემი პიროვნების (რომ არაფერი ვთქვა პროფესიულ უნარ-ჩვევებზე) ჩამოყალიბებაში. ვთვლი რომ ძალიან გამიმართლა და უკვე მეთერთმეტე წელია, ამ არაჩვეულებრივ ხალხთან ვმუშაობ.
ნინო და ილიკო სუხიშვილები ბებია-ბაბუისა და ბატონი თენგიზ სუხიშვილის ღირსეული მემკვიდრენი არიან. ეს მარტო ანსამბლის წარმატებულ ხელმძღვანელობაში არ გამოიხატება. არ ვიცი, რამდენად ასაკობრივად შეჰფერით მათ ანსამბლის წევრებზე მშობელივით ზრუნვა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ისინი ყოველი ჩვენი მოცეკვავის, მუსიკოსისა და უბრალოდ, ადმინისტრაციის თანამშრომელთა იმედები არიან!"
30 იანვარს ქართული ნაციონალური ბალეტი სრული შემადგენლობით ორთვიან საგასტროლო მოგზაურობაში გაემგზავრა. ორი თვის მანძილზე ანსამბლი 51 კონცერტს გამართავს ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, მოლდოვეთში, ბელორუსიაში, პოლონეთსა და უკრაინაში. უკვე მეათე წელია, ეს ზამთრის ტრადიციულ ტურნედ იქცა და ამ ქვეყნებში მაყურებელი დიდი სიხარულითა და ოვაციებით ხვდება ანსამბლს.
არა მარტო 2016, არამედ 2017 წელიც ნაწილობრივ გაწერილია და ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს ანსამბლს. დაგეგმილია ერთთვიანი ტურნე გერმანიაში, ერთთვიანი ტურნე უნგრეთში, გასტროლები ბულგარეთში, ირლანდიაში, ჩინეთში, ტაილანდში. კონცერტები გაიმართება ინგლისში, სტამბულში, საფრანგეთში…
ანსამბლი რუსთავი !
რუსთავი მდიდარი ქორეოგრაფიული და ფოკლორული შემოქმედებითი ისტორიით გამოირჩევა . ქალაქი დაარსებიდან სულ ოციოდე წელს ითვლიდა , როცა მის წიაღში დაარსდა პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლი – ეს იყო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „რუსთავი“. რომელიც დღემდე ეწევა ქართული ხ
ალხური სიმღერისა და ცეკვის ხელოვნების პოპულარიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ანსამბლ „რუსთავი“ საფუძველი ჩაეყარა 1968 წელს ანზორ ერქომაიშვილისა და მისი მეგობრების მიერ. დაარსების შემდეგ ანსამბლი ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა: მონაწილეობს ფესტივალებში, იღებს და ახმოვანებს ტელე- და კინოფილმებს, აღადგენს მივიწყებულ ძველ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს. ანსამბლის რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფართო საზოგადოებისათვის დღემდე უცნობ ამა თუ იმ კუთხის სასიმღერო ჟანრის სხვადასხვა ნიმუშებს. “რუსთავმა” თავისი არსებობის მანძილზე ჩაიწერა 640 ქართული სიმღერისა და საგალობლის იშვიათი ვარიანტები, რომლებიც გამოსცა ფირფიტებისა და კომპაქტური დისკების სახით. მათ შორის აღსანიშნავია: 1901-30 წლების აღმოჩენილი ფონო ჩანაწერების საფუძველზე 2007 წელს ჩაწერილი “ქართული ხალხური სიმღერების” კომპაქტ დისკი, რომელშიც შედის კახური მრავალჟამიერისა და ჩაკრულოს უნიკალური ვერსიები. “რუსთავმა” არსებობის 40 წლის მანძილზე 4000-ზე მეტი კონცერტი გამართა და წარმატებით მოიარა მსოფლიოს 70-მდე ქვეყანა, სადაც მეტად პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში ოვაციას უმართავდნენ, პრესა კი უმაღლეს შეფასებას აძლევდა “რუსთავის” გამოსვლებს, მის საშემსრულებლო ხელოვნებას. ანსამბლს ჩატარებული აქვს კონცერტები ისეთ ცნობილ ადგილებში როგორებიცაა: როიალ ალბერტ ჰოლი, როიალ ფესტივალ ჰოლი (დიდი ბრიტანეთი), ოლიმპია, ზენიტი, მოგადორი (საფრანგეთი), ჰეროდეს ატიკუსი აკროპოლისი, ძველი ოლიმიური სტადიონი (საბერძნეთი), ეტოლე (მონაკო), ნაკ ოპერა, ნორს ბეი ართ ცენტრი (კანადა), კარნეგი ჰოლი, ბიქონ თეატრი, სივიკ ოპერა ჰაუსი (აშშ), ასპენდოს, ქონიაალთი (თურქეთი), კონცერტგებუვ ამსტერდამ, ფრიტს ფილიპს ეინთჰოვენი (ნიდერლანდები) ვინერ კონცერტჰაუსი (ავსტრია), როპონგი ჰილს გარდენ არენა (იაპონია), მოსკოვის მუსიკის საერთაშორისო სახლი, სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი, ჩაიკოვსკის საკონცერტო დარბაზი (რუსეთი), ასევე ლათინური ამერიკის, სკანდინავიის, ყოფილი იუგოსლავისა და აფრიკის მრავალ ქვეყანაში. დაარსებიდან დღემდე ანსამბლში რამდენიმე თაობა შეიცვალა. “რუსთავის” შემადგენლობაში ყოველთვის მოღვაწეობდნენ საქართველოში სახელგანთქმული მომღერლები, მოცეკვავეები თუ ინსტრუმენტალისტები, რომელთა სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული კულტურის ისტორიაში. დღეს ანსამბლში ახალგაზრდები მოვიდნენ. ისინი ღირსეულად აგრძელებენ ძველი თაობის საუკეთესო ტრადიციებს. “რუსთავი” კვლავაც წარმატებით გამოდის კონცერტებზე, იბრძვის ძველი იშვიათი ნიმუშების მოკვლევა-აღორძინებისათვის, ამდიდრებს რეპერტუარს უნიკალური ქართული სიმღერებით, ცეკვებით და დიდი ენთუზიაზმით ეწევა მათ პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთის ქვეყნებში.

2009 წლის ნოემბერში თბილისის ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ანსამბლ „რუსთავის“ ვარსკვლავი გაიხსნა. ხოლო 2011 წლის მარტში კი ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფისა და მოცეკვავის ფრიდონ სულაბერიძის ვარსკვლავი გაიხსნა.
რუსთაველ ახალგზარდებში დღემდე ძალიან პოპულარულია ტრადიციული ქართული ცეკვა. რუსთაველი მოზარდების უმრავლესობა სწავლობს ქორეოგრაფიულ სტუდიებში და ეზიარება ხალხური ცეკვის ხელოვნებას. განსაკუთრებული წვლილი ქართული ქორეოგრაფიის პოპულარიზაციაში მიუძღვით ანსაბლებს: „სალხინო“, „ხალიბი“, სიხარული“. ისინი არსებობის მრავალ ათეულ წელს ითვლიან და არაერთი თაობა აღზარდეს და ქართული ტრადიციებისა და ქართული ხალხური ცეკვისადმი განსაკუთრებული სიყვარული ჩაუნერგეს .
1996 წელს რუსთავში ჩამოყალიბდა ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „მე რუსთველი“.
თავდაპირველად, ანსამბლი მთავარანგელოზ მიქაელის მონასტერთან შეიქმნა. 2000 წელს კი ვანო სარაჯიშვილი სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორისა და ფოკლორის კათედრის გადაწყვეტილებით მას კონსერვატორიის ფოლკლორული ანსამბლის სტატუსი მიენიჭა, სწორედ ამ დროიდან ანსამბლი აქტიურ საკონცერტო ცხოვრებას იწყებს. იგი მონაწილეობს საქალაქო ღონისძიებებში, სხვადსხვა ფესტივალებში როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე ისე მის საზღვრებს გარეთ:
2004 წელს რუსთავში შეიქმნა ქალთა ფოკლორული ანსამბლი „თუთარჩელა“
13 მომღერლისგან შემდგარი ანსამბლი რუსთავის ფოლკლორის სკოლაში ფუნქციონირებს. მისი ხელმძღვანელი და დირიჟორი ფოლკლორის სკოლის დირექტორი, თამარ ბუაძეა. ანსამბლის რეპერტუარში საქართველოს სხვადასხვა კუთხის, უმთავრესად კი ლაზური სიმღერებია. ანსამბლმა შექმნიდან 5 თვეში ჩაწერა ალბომი, , რომელშიც შედის საქართველოს ყველა კუთხის 23 სიმღერა. პირველი წარმატება ანსამბლმა იმავე წელს მოიპოვა. 2004 წლის მაისში, თბილისში გამართულ საგუნდო ფესტივალ “კულტურის დღეები _ 2004″”თუთარჩელამ 4 ნომინაცია: საუკეთესო ანსამბლის, საუკეთესო ლოტბარის, საუკეთესო ქართ
ული ნაწარმოების შესრულებისათვის, საუკეთესო სიმღერის დამუშავებისათვის მოიპოვა.
ანსამბლის შემოქმედებით და რეპერტუარით დაინტერესდა გერმანელი რეჟისორი რუთ ოლშენი, რომელმაც 2004 წლის ივნისში გადაიღო დაკუმენტური ფილმი ქართულ ხალხურ კულტურაზე (სიმღერა-ცეკვა). ფილმის სახელწოდებაა “სამყაროთა შორის”. ამ ფილმში განსაკუთრებით გაშუქებულია ანსამბლ “თუთარჩელას” ყოფითი და შემოქმედებითი ცხოვრება. ფილმის პრემიერა შედგა თბილისსა და ბერლინში.
2004 წლის 23-27 სექტემბერს თბილისში ჩატარებულ ტრადიციული მრავალხმიანობის მეორე საერთოშორისო სიმპოზიუმზე ანსამბლ “თუთარჩელამ” წარუშლელი კვალი დატოვა სიმპოზიუმში მონაწილე უცხოელ კოლეგებზე, რომელთაც ანსამბლი დახვეწილი სასიმღერო მანერით, ძლიერი ემოციური მუხტით და არტისტიზმით გამოარჩიეს. ანსამბლს აქვს ქართულ ხალხურ საკრავთა ტრიო(სალამური, ფანდური და ბასფანდური), რომლებიც თავის რეპერტუარში როგორ ქართულ ხალხურ სიმღერებს ასევე, ევროპულ კლასიკის ცნობილი მელოდიებს ასრულებებ.
2004 წლის 23-27 სექტემბერს თბილისში ჩატარებულ ტრადიციული მრავალხმიანობის მეორე საერთოშორისო სიმპოზიუმზე ანსამბლ “თუთარჩელამ” წარუშლელი კვალი დატოვა სიმპოზიუმში მონაწილე უცხოელ კოლეგებზე, რომელთაც ანსამბლი დახვეწილი სასიმღერო მანერით, ძლიერი ემოციური მუხტით და არტისტიზმით გამოარჩიეს. ანსამბლს აქვს ქართულ ხალხურ საკრავთა ტრიო(სალამური, ფანდური და ბასფანდური), რომლებიც თავის რეპერტუარში როგორ ქართულ ხალხურ სიმღერებს ასევე, ევროპულ კლასიკის ცნობილი მელოდიებს ასრულებებ.
მრავალი საქალაქო ღონისძიებისა და კონცერტის მონაწილეა ასევე ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი “ფიროსმანი”, რომელიც მამუკა გულაღაშვილის თაოსნობით შეიქმნა.
რუსთავმა 2011 წლის 23 ივნისს პირველად უმასპინძლა სახალხო ფესტივალ „არტგენს“, რომლის მიზანი ქართული ხალხური შემოქმედების, საოჯახო ფოლკლორის უცნობი ნიმუშების შეკრება, ძირძველი ტრადიციების მოძიება და პოპოლარიზაციაა.
ფესტივალში მონაწილეობა ქალაქში მოქმედმა ყველა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა მიიღო.
